geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ დოქტორანტ ადა ნარდაიას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესახებ

 

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ დოქტორანტ ადა ნარდაიას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დანიშვნის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის N:6/2025 დადგენილების საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის “პოლიტიკის მეცნიერება” დოქტორანტ ადა ნარდაიას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2026 წლის 16 თებერვალს 14:00 საათზე;

 

დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ალექსანდრე კუხიანიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი - კომისიის თავმჯდომარე;
  • ზვიად აბაშიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • თამარ ქარაია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი - კომისიის მდივანი;
  • სალომე დუნდუა - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
  • ავთანდილ ტუკვაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
  • ნინო ცუხიშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი;

 

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ  პირთათვის.

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.